ჩვენი ვებ-გვერდის მისამართი არის: https://proshop.ge.
PROSHOP.GE არის მომხმარებელზე მორგებული ონლაინ მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა.
ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება და იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენ გესმოდეთ, თუ როგორ ხდება ამ ინფორმაციის გამოყენება. კონფიდენციალობის მიზანია განგიმარტოთ როგორ გამოიყენება და შეინახება ის პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაზიარებასაც თქვენ ახდენთ ჩვენთვის www.proshop.ge ვებგვერდის საშუალებით.
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს და შეინახოს შპს “ამაგი”-ს კომპიუტერებში ან სხვა საშუალებით. „თქვენს ინფორმაციაში“ ვგულისხმობთ პერსონალურ და ფინანსურ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ თქვენგან ან მესამე პირისგან თქვენი თანხმობის საფუძველზე (როგორიცაა ბანკები, საკრედიტო ორგანიზაციები და სხვა). ყველა სახის პირადი ინფორმაციის მოპოვება მოხდება მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე. ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე ასევე არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე. გამონაკლისი შესაძლოა გახდეს კანონით დადგენილი შემთხვევები.
„თქვენი ინფორმაცია“ შეიძლება გამოიყენონ სხვადასხვა მიზნით:
თქვენ გაქვთ თქვენს პირად ჩანაწერებთან დაშვების უფლება
თუ გსურთ ამ უფლების გამოყენება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მისამართზე [email protected]
ვებ-გვერდის ზოგიერთი ფუნქციის გამოსაყენებლად მოითხოვება რეგისტრაცია. თუ თქვენ რეგისტრირდებით ან დარეგისტრირებული ხართ ჩვენი ონლაინ-მომსახურების მიმღებად, ამავე დროს ირჩევთ მოგვაწოდოთ გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია, როგორიცაა: თქვენი სახელი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა, და ტელეფონის ნომერი. რეგისტრაციის პროცესში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და შეინახოთ, შეცვალოთ ან წაშალოთ პირადი მონაცემები, რომელსაც მიუთითებთ ვებგვერდზე. ასევე შეგიძლიათ პაროლის შეცვლა ნებისმიერ დროს. უფლებას ვიტოვებთ ჩავიწეროთ ან/და მონიტორინგი გავუწიოთ ჩვენ შორის განხორციელებულ სატელეფონო ზარებს და ელექტრონულ მიმოწერას, იმისათვის რომ მოხდეს ინსტრუქციების გადამოწმება და დაზუსტება იმისა, რომ ვაკმაყოფილებთ ჩვენი მომსახურების სტანდარტებს.
ჩვენ ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ მცირე ზომის ფაილები, რომელიც ინახება მომხმარებლის მყარ დისკზე, როგორც მომსახურების შემადგენელი ნაწილი, რათა უზრუნველვყოთ კლიენტების შესახებ ინფორმაციის მიღება და კლიენტების დაცვა ონლაინ რეჟიმში, მათი ანგარიშების არასანქცირებული გამოყენებისაგან. ამასთან, ჩვენ არ ვიყენებთ კლიენტის კომპიუტერში არსებულ ფაილებს პირის მიერ ინტერნეტით სარგებლობის მონიტორინგისათვის.
2019-2020 Ⓒ Created by AMAGI GROUP